суббота, 22 ноября 2014 г.

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!



გიორგობა
--------------------------------------------------------------------------------
    23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
     III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემენ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.
საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. 
    თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ.
   დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებად  სწორედ 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10) მიიჩნევა, რადგან გიორგობას, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ.


        წმიდა გიორგი

 წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
 ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
 შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
 იხსენ სამკვიდრო  შენი – გეორგია,
 დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
 წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
 მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

ზვიად გამსახურდია


Комментариев нет:

Отправить комментарий