понедельник, 17 ноября 2014 г.

             







                  მეგობრობა გზად და ხიდად... 

ეს არის მე-3 კლასში ჩატარებული  დამრიგებლის 

საათის მთავარი თემა.




მეგობრობა გზად და ხიდად ..... ამ დევიზით , უკვე სამი წელია სადამრიგებლო პროგრამის შესაბამისად მუშაობს 117-ე საჯარო სკოლის მე-3 კლასის პედაგოგი ხათუნა სულიაური . ამ დევიზიდან გამომდინარე არაერთი აქტივობა აქვს ჩატარებული კლასში. 








2014 წლის 13 ნოემბერს მოაწყო საკლასო ღონისძიება, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს მოძიებული ინფორმაცია ( რჩევები და სურვილები) მეგობრობაზე. 











ღონისძიების მიზანი იყი მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ და კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ , თუ რაოდენ დიდი როლი აქვს მეგობრობას ადამიანის ცხოვრებაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლებიც.






 




                                   მეგობარი


ხან მონატრების ჩუმი სევდა მოგიკაკუნებს,
ხან მარტოობის აჩრდილები დაგესევიან,
მაგრამ იცოდე, არ დანებდე იმათ მარწუხებს,
არ დაემონო არასოდეს ფიქრებს სევდიანს.

ის არ იფიქრო ქვეყანაზე თითქოს მარტო ხარ,
თუ ზოგჯერ გიწევს პრობლემებთან მარტოს ჭიდილი,
მაშინაც შორს ხარ მეგობრისგან, როცა ახლოს ხარ,
მას კი გულს უკლავს შენს თვალებზე ცრემლის ციმციმი.

მაშინ, როდესაც გგონია რომ დაცემული ხარ,
უნდა წამოდგე ფერფლისაგან როგორც ფენიქსი,
ერთი იცოდე, ღმერთთან ერთად შენს გვერდში ვდგავარ
და ერთსღა გეტყვი მეგობარო: "აბა შენ იცი!".





დიდი მადლობა ხათუნა სულიაურს კიდევ ერთი ლამაზი დღისთვის. წარმატებები ვუსურვოთ მათ და მუდამ ასეთი ლამაზები, ბედნიერები და რაც მთავარია მეგობრულები ყოფილიყვნენ.









Комментариев нет:

Отправить комментарий