воскресенье, 7 декабря 2014 г.



შემოდგომის


 დღეები 


აპლიკაციებით



ჩვენი სკოლის  დაწყებითი განათლების კათედრის ყველა კლასში ჩატარდა  შემოდგომის დღეებთან დაკავშირებული გაკვეთილები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ გაკვეთილებში პირველკლასელთა, მათი პედაგოგების( ლუდა აბულაძე, ნუნუ ედიბერიძე, ეკა ცაგარელი, ციცო შპეტიშვილი, ნატო კოტორაშვილი და ირმა ნეფარიძე) და  მშობლების ჩართულობა.

შემოდგომა 

ქუჩა-ქუჩაშარა-შარა,ქარი ფოთლებს აგროვებს,

ეს ფერადი ფოთოლცვენა ჭრელ ხალიჩას მაგონებს.

შემოსულა შემოდგომა ჭირნახულითდოვლათით,

ავსებულა ბეღლები შემოდგომის ნობათით.

ავსებულა გლეხი კაცის ბეღელი თუ მარანი.

ქუჩა-ქუჩაშარა-შარადაქრის ქარი თავნები.

ნაცრისფერი დასდებია ცას ზაფხულში კრიალას.

შემოდგომა შემოსულათავის ფარჩებიანად.

ქუჩა-ქუჩაშარა-შარაშემოდგომა ნავარდობს,

ქარი ფოთლებს დააქროლებს ისეუმისამართოდ.




ბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო.მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა. თბილი ფერები,ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება…..
ბუნების გაფერადება-დიახ!ზუსტად შემოდგომაზეა საჭირო უამრავი თბილი ფერი.წითელი,ყვითელი,ოდნავ მწვანე.ბუნებაც ნელ-ნელა ფერადდება.ისევე როგორც მხატვარი აფერადებს ნახატს…
 მალე ალბათ წვიმაც წამოვა..აცივდება.

 ახლა კი ჩვენი პატარების ნამუშევრები.

ეს ნატო კოტორაშვილია თავის პატარა აღსაზრდელებთან ერთად, ათვალიერებს და სიამე აფინება სახეზე ,როცა მათი პატარა თითებით შესრულებულ ნამუშევრებს ხედავს. ეს კი მათი კლასია,პატარა და კოხტა, რომლის გალამაზებასაც ყოველდღე ახერხებენ თავიანთი ნამუშევრებით.


















 ეს პატარები ახლა ეუფლებიან ბუნებრივი მასალებით აპლიკაციის შექმნის ხელოვნებას, წარმატებები ვუსურვოთ მათ, თავიანთ პედაგოგთან ერთად.





















































 ეს სათნო და კეთილი მასწავლებელი კი -ქალბატონი ციცო შპეტიშვილია, ის როგორც ყოველთვის ახლაც პატარებით არის გარემოცული. მას ვერასდროს ნახავთ მარტოს, მის ირგვლივ ყოველთვის პატარების ჟრიამულია...
წარმატებები ციცო მასწავლებელს უკვე მერამდენე თაობის აღზრდაში...


















 ეს კი მისი პატარების ნამუშევრებია










 ახლა უკვე ეკა ცაგარელის პატარების ნამუშევრებს ვათვალიერებთ,ეკა როგორც ყოველთვის მუდამ დაჰფუსფუსებს თავის მერცხლებს და დიდი რუდუნებით ცდილობს წარმატებით შეიყვანოს პატარები მათთვის უცხო და ახალ სამყაროში...






















 ეს უკვე ნუნუ ედიბერიძის კლასიააააა, ვინ იცის უკვე მერამდენე თაობას ასწავლის ნუნუკა ბუნებრივი მასალით აპლიკაციის აწყობის ხელოვნებას...
მან კლასს ახალი სახით შესთავაზა კლასს ხელოვნების ეს დარგი- აპლიკაცია ბუნებრივი მასალებით.










 ეს კი მუდამ ღიმილიანი და ნოვატორი მასწავლებელი ლუდა აბულაძეა თავის პატარებთან ერთად...































შემოდგომას სულ პირველად 
რუსთაველზე გაიგებ.


ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.

მოვარდება კახეთიდან,ვით ფეხმარდი მოამბე,
ღვინისა და ხილის სურნელს თბილისშიაც მოაფენს.

შეჩერდება მოქალაქე,მოსდის ელეთმელეთი.

იტყვის: ალბათ ღვინის სუნით სუნთქავს მთელი ხმელეთი.

და მახლობელ ბაზრის კარებს შეხსნის ფიქრით გართული,
რომ იხილოს თავის თვალით შემოდგომა ქართული.

არიგებულ, ჩარიგებულ დახლებსა და ყაფანზე
ყველა თავის შრომის ნაყოფს და მოსავალს აფასებს.

შემოსულა შემოდგომის დოვლათი და ბარაქა.
მოილხინოს, გაიხაროს მთელმა თბილის-ქალაქმა.

ღვინის ზღვა და ხილის რიყე, ხილთა ქება ნამდვილი...
ქარში უცხო ფრინველივით მოფრიალე მანდილი.

ყაფანებთან ანათებენ,ვით ვარსკვლავნი დარისა,
ქერა გოგო – პირიმზისა,თეთრი – პირიმთვარისა.

მარცხნივ ბზინავს ფორთოხალი,მარჯვნივ ვაშლის მთებია
და ტიკები, ლოთებივით ბოძებს მიჰყუდებიან.

იქ კი, სადაც ყვითელ კომშებს და ჩურჩხელებს ჰყიდიან,
ალაზნის პირს დახოცილი დურაჯები ჰკიდია.

ჩემი ღვინო სხვას არ სჯობდეს,მაშ, შემირცხვეს სახელი! ­
კარდენახულ ღვინოს აქებს ბიჭი კარდენახელი.

იმერელი ცდილობს შენს გულს ტკბილად დაეპატრონოს:
– ნუ იყიდი, მარტო გემო ნახე, ჩემო ბატონო!

სულგუნს აქებს ზუგდიდელი,წითელ ატამს – ატენი...
ირგვლივ ხილი,შეძახილი,ქების კორიანტელი.

შემოსულა შემოდგომის დოვლათი და ბარაქა,
მოილხინოს, გაიხაროს მთელმა თბილის-ქალაქმა.

შემოსულა შემოდგომა,ქუჩებსა და მოედნებს
მოშრიალე ხის ფოთლები ფრთოსნებივით მოედვნენ.

შემოდგომის ქარი ჰქრის თუ გაზაფხულის დარია?
ლამაზები სეირნობენ, განა მართლა ქარია?!

მარჯნის ფერი, ქარვის ფერი ქარმა ერთად არია.
ეს კაბების შრიალია,განა მართლა ქარია?!

მზეც ღრუბლების გალავანზე ლაღად გადმომდგარია.
სიყვარულის სიმღერაა,განა მართლა ქარია?!

შემოსულა შემოდგომა დოვლათით და ბარაქით
და მასპინძლობს ხელგაშლილი მთელი თბილის-ქალაქი.




Комментариев нет:

Отправить комментарий