воскресенье, 14 декабря 2014 г.



    ,,სახალისო მათემატიკა", ასე დაარქვეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ლია გორგაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ გაკვეთილს.
   კიდევ ერთი ლამაზი და უჩვეულო დღე გვაჩუქეს პედაგოგებს ამ პატარებმა.
  კლასი დაყოფილი იყო ჯგუფებად. თითოეულ გუნდს თავისი სახელი ჰქონდა  ,,სხივი", 
,,ნიკე'', 
,,ვარსკვლავი'', 
,,ვუნდერკინდები'',
 ,, ციფრები'', ჰქონდათ თავიანთი დევიზი,გაზეთი, სახელწოდების ახსნა, ისტორიები მათემატიკოსებზე, რებუსები, მართლაც საინტერესო შეჯიბრი გამოვიდა.

























კლასში მოწვეული ჰყავდათ  ჟიური,117-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია მეტონიძე,ამავე სკოლის დაწყებითი განათლების კათედრის თავმჯდომარე თეა კოკაია და  ამავე კლასის ხელმძღვანელი მარიკა ონიანი





 გაკვეთილის დაწყებამდე ქალბატონმა ლიამ გაგვაცნო ამ გაკვეთილის ჩატარების მიზანი, ინდიკატორები და შედეგი.


    ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს და მის მიერ დასმულ თითოეულ შეკითხვაზე ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაესწროთ პასუხები, სწორედ ამ სისწრაფით ფასდებოდნენ და ენიჭებოდათ თითოეული ქულა.







 გამოვლინდნენ გამარჯვებულები, თითოეულ გუნდს გადაეცა შესაბამისი ადგილის მიხედვით სიგელები, რომელიც მათ ქალბატონმა მაია მეტონიძემ გადასცა.

I ადგილი- გუნდი,,ნიკე''





II -ადგილი გუნდი ,,ციფრები"








III-ადგილი გუნდი ,,ვუნდერკინდები"




IV -V ადგილები კი ერგოთ გუნდებს ,,ვარსკვლავი" და ,,სხივი".




 წარმატებები ამ პატარებს და ვუსურვოთ მათ რომ კიდევ ბევრჯერ ესახელებინოთ კლასი და მასწავლებლები.












Комментариев нет:

Отправить комментарий