დაწყებითი განათლების კათედრა
დაწყებითი სწავლების კათედრის მიზნები განისაზღვრება ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნებიდან და ეროვნული სასწავლო
გეგმიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, ჩვენი მიზნებია:
- გამოვუმუშავოთ მოსწავლეს ელემენტარული სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა;
- ვასწავლოთ გააზრებული კითხვა, რაც გამჭოლი უნარია ყველა სასწავლო დისციპლინის შესასწავლად;
- შევუქმნათ მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
- ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
- შევუქმნათ მოსწავლეს პირობები და ჩამოვუყალიბოთ საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
- განვუვითაროთ მოსწავლეს ძირითადი უნარები -წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა, აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი;
- გამოვუმუშაოთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
- ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
- შევუქმნათ კითხვის მიმართ დადებითი განწყობა;
- ჩამოვუყალიბოთ საკუთარი ელემენტრული შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე;
- გავუცნობიეროთ სწვლის დანიშნულება დაგამოვუმუშაოთ მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
1.სასწავლო პროცესის სრულყოფა;
2.სწავლების მაღალი ხარისხი;
3.ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
4.პედაგოგთა პროფესიული ზრდა;
5.თანამშრომლობა.
5.თანამშრომლობა.
დაწყებითი სწავლების კათედრის პედაგოგები დასახული მიზნების გადასაჭრელად მთელ თავის ცოდნას,შესაძლებლობებს,ძალისხმევასა და სიყვარულს დებენ სკოლის აღსაზრდელებთან შრომატევად,საპასუხისმგებლო მუშაობაში.
მიზნის მასაღწევად კათედრის თითოეული წევრი
მიზნის მასაღწევად კათედრის თითოეული წევრი
იმაღლებს კვალიფიკაციას,ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე,ეცნობა ინოვაციურ მეთოდებს.
იზიარებს კათედრის წევრთა გამოცდილებას,თანამშრომლობს მათთან.
განსაზღვრავს არსებულ პრობლემებსდა კოლეგებთან ერთად ეძებს გადაჭრის გზებს.
საკუთარი ძალებით ქმნის სასწავლო პროცესისთვის საჭიროსაგანმანათლებლო რესურსებს და ამდიდრებსკათედრის რესურსთა ბაზას.
სისტემატურად გეგმავს სასწავლო პროცესს და აკეთებს საკუთარი მუშაობის მონიტორინგს;
კოორდინირებულად მუშაობსსკოლის სხვა კათედრებთან;
შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღზრდისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა საკითხზე.
კათედრის წევრები :
- აბულაძე ლუდა
- ედიბერიძე ნუნუ
- ცაგარელი ეკა
- შპეტიშვილი ციცო
- კოტორაშვილი ნატო
- ნეფარიძე ირმა
- რეხვიაშვილი ცისია
- ნადირაშვილი ნინო
- ურდულაძე ნათია
- ბურდული მაია
- ცხვარაძე დოდო
- ხურციძე ქეთო
- კულუხოვი მარი
- მეტრეველი ხათუნა
- ბუჯიაშვილი მანანა
- ჯვარშეიშვილი თეა
- ონიანი მარიკა
- მელითაური რუსუდან
- ჯღარკავა ლალი
- ნანობაშვილი ეთერი
- ჩინჩალაძე ლალი
Комментариев нет:
Отправить комментарий