ლექსი მასწავლებელზე
ყველაზე მეტად ვინ არს გარჯილი?
სხვისი შვილების ნათლად აღმზრდელი?
მამულს აჩუქოს ყოვლად აღზრდილი,
განათლებული ნამდვილი ერი?
_მასწავლებელი,მასწავლებელი,
დაუღალავი მუდამჟამს სხვისთვის,
"ერი გავზარდო მე მამულისთვის".
მასწავლებელი იქნებ უფულო,
უშემოსავლო ყოველი მხრიდან,
იქნებ ფაცხაში მცხოვრები მარტო,
გამოდის დილით ადრე ჩიხიდან.
მაგრამ არასდროს არ არს ღარიბი,
იგი ბავშვებით არის მდიდარი,
მას თვალწინ უდგას ყოველთვის ბავშვი,
უნდა რომ ბავშვზე ნახოს სიზმარი.
მასწავლებელი ყოვლად კეთილი,
არს გამზრდელი მრავალი მოდგმის,
ბავშვებზე ზრუნვით დაუზარელი
ყინვა და თოვლში ადრე რომ მოდის.
მასწავლებელი – მშობლის ალერსით ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში განათებული, როგორც ოცნება, მასწავლებელი – სინდის-ნამუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში განათებული, როგორც ოცნება, მასწავლებელი – სინდის-ნამუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი – დედის გულივით მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი. მასწავლებელი – ბავშვის სურვილი: მასწავლებელი გავხდე ნეტავი. მასწავლებელი – გულისხმიერი, ვთვლიდით აღმზრდელად,
ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი – მასზე ძლიერი, მასზე სწავლული არვინ გვეგონა. მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე სიტყვით ქებული, საქმით ქებული. მასწავლებელი – დედაენაზე, მშობელ ენაზე შეყვარებული.
მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი, მუდამ მამულზე ფიქრით გართული, მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი, რაც კი კარგია, რაც კი ქართული. მასწავლებელი – ღამე უძილო, ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი. მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
მასწავლებელი – გულს ჩახატული, დიდი ფიქრები, დიდი სურვილი. მასწავლებელი – მზე, გაზაფხული, მთები, ყანები, ოქროცურვილი. მასწავლებელი – ცოდნის ნათელით უსწავლელობის დამმარცხებელი…
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
მასწავლებელი – ღამე უძილო, ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий