გილოცავთ მასწავლებლის დღეს
უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა
გვერქვას მამულის რკინის კედელი,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა,-
აი,რას ამბობს მასწავლებელი
ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,
დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,
აი, რას ამბობს მასწავლებელი.
არ მოვუტანოთ მოყვასს ზიანი,
ზრდილნი,ქველნი და თავაზიანნი,
ვიყვნეთ გვასწავლის მასწავლებელი.
სულის და გულის გამხარებელი,
ის ჩვენი მზეა, ჩვენი დიდება,
აი,რას ამბობს მასწავლებელი.
მარადჟამ გულით სატარებელი,
ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია,
აი, რას ამბობს მასწავლებელი.
მტრის გულში ისრის გამტარებელი,
კურთხეულ იყოს ვაჟას გენია,
აი, რას ამბობს მასწავლებელი.
სინდის-ნამუსის გამტარებელი,
დედაენის და სამშობლოს მგმობელს-
ვრისხავდეთ!-ამბობს მასწავლებელი.
გვირჩევს,
გვახარებს,
ვით მშობელ დედას,
დედაენასაც
მასწავლებელი ისე გვაყვარებს.
მიტომაც გვიყვარს ასე ძალიან,
კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ
თმაში ჭაღარა შემოგვპარვია
და მაინც ვამბობთ-
მასწავლებელო!
უნდა გავშალოთ ფრთა, ვით არწივმა,
გვერქვას მამულის რკინის კედელი,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა!-
აი, რას ამბობს მასწავლებელი.
ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,
დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,
მასწავლებელი
მასწავლებელი - მშობლის ალერსითამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში განათებული,
როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი - დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
მასწავლებელი - გულისხმიერი,
ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი - მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე
სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი - დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.
მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,
მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.
მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა
.ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო
,მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,მ
ასწავლებელი არა ჰყოლოდა.
მასწავლებელი - გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.მასწავლებელი - მზე,
გაზაფხული,მთები, ყანები, ოქროცურვილი.
მასწავლებელი - ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი...
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
მასწავლებელი - ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий