საჯარო სამართლის
იურიდიული პირ ქალაქ თბილისის #117
საჯარო სკოლის დაწყებითი საგნობრივი კათედრის
მუშაობის 2014/2015 სასწავლო წლის
I სემესტრის ანგარიში
დაწყებითი საგნობრივი კათედრის მუშაობა ემყარებოდა ზოგადი განათლების
ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდა
მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების
განვითარებას, ლიბერალურ და დემოკრატიულ
ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერების
ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების
სტილის დამკვიდრებასა და ოჯახის, საზოგადოების,
სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებას.
დაწყებითი განათლების საგნობრივმა კათედრამ სასწავლო
წლის დასაწყისში შეიმუშავა კათედრის სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვით წარმართა
2014/2015 სასწავლო წლის I სემესტრის მუშაობა. სასწავლო
წლის დასაწყისში არჩეულ იქნა კათედრის თავმჯდომარე
თ.კოკაია და მდივანი ი.ნეფარიძე. სკოლის საათობრივი ბადის შესაბამისად, განაწილდა საგნებში
სასწავლო საათები კათედრის პედაგოგებს შორის კლასების
მიხედვით; შეადგინეს თემატური და სსსმმ
დაკავშირებით ინდივიდუალური გეგმები, რომლის მიხედვით წლის განმავლობაში ყოველთვიურად სკოლის ფსიქოლოგთან მ.ბეგაძესთან ერთად
ხდებოდა ჩატარებული მუშაობის შეჯამება, განიხილებოდა საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა, პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ როგორი ხარისხით მიიღწეოდა ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში შედეგები.
რეგულარულად ხდებოდა კათედრის შეხვედრების ორგანიზება
და სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის.
მასწავლებელთა შორის გამოცდილების
გაზიარების მიზნით კათედრა
აქტიურად იყო ჩაბმული და ხელს უწყობდა პროფესიული
განვითარების ჯგუფის მუშაობას, კათედრის წევრებმა
შექმნეს
და წარმოადგინეს თვალსაჩინოებები, ტარდებოდა პედ.კითხვა სხვადასხვა თემაზე. სხვა საგნობრივი
ჯგუფების პედაგოგებთან და მასწავლებლებს შორის წარმოებდა თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა. კათედრის
წევრები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ
ეფექტური თანამედროვე ტექნოლოგიებითა და
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით გაჯერებული გაკვეთილების ჩასატარებლად.
მასწავლებლები
ერთმანეთს ესწრებოდნენ გაკვეთილებზე პედაგოგიური გამოცდილების. ხელმისაწვდომი ინფორმაციისა თუ ახალი ტექნოლოგიების.
ინოვაციების გასაზიარებლად.
სასწავლო
წლის დაწყებისთანავე ყველა კლასის პედაგოგი აქტიურად ჩაება სასკოლო ცხოვრებაში.პირველი
კლასის მასწავლებლებმა ლ.აბულაძემ, ნ.ედიბერიძემ,ე.ცაგარელმა, ც.შპეტიშვილმა, ნ.კოტორაშვილმა,
ი.ნეფარიძემ პატარებს საზეიმო განწყობილება შეუქმნეს და შესაბამისად მორთული საკლასო
ოთახები და სასწავლო ნივთები დაახვედრეს.მთელი სემესტრის განმავლობაში აქტიურად იყვნენ
ჩაბმულები მათ განვითარებაში,სისტემატურად ატარებდნენ კლასის საათებს სხვადასხვა თემებზე,,გავიცნოთ
ერთმანეთი“, ,,რატომ დავდივარ სკოლაში“, ,,როგორ მოვიქცეთ სკოლაში და კლასში“, ,,მე პირველკლასელი ვარ“. კლასებში
აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.მოსწავლეებთან
ერთად მოისმინეს და გაანალიზეს ზღაპარი ,,ამბავი თავისუფალ ვანოზე“, ,,ამბავი ბოკვერ
პაკოზე“.
ყველა პირველკლასელი
პედაგოგებთან ერთად დაესწრო მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს ,,ფიფქია და შვიდი
ჯუჯა“ , აგრეთვე თოჯინების თეატრში ნახეს სპექტაკლი,,ბატის
ჭუკი“.
მოეწყო კლასებში
მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა,,შემოდგომის სურათი“ I1 კლასში, ,,შემოსულა
შემოდგომა“I2- I4კლასებში , ,,შემოდგომის ფერები“I3-I5კლასებში,
,,ბარაქიანი შემოდგომა“-I6კლასში.
მეორე კლასის
მასწავლებლებმა ც.რეხვიაშვილმა, ნ. ნადირაშვილმა, ნ.ურდულაძემ, მ.ბურდულმა, დ.ცხვარაძემ
სასწავლი წლის დასაწყისში აქტიურად ითანამშრომლეს მშობლებთან და მოაწესრიგეს სახელმძღვანელოების
დარიგება. მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავეს ქცევის წესები, განიხილეს სხვადასხვა საკითხები
,,რას ნიშნავს იყო მეორეკლასელი“, განიხილეს და გააანალიზეს დიდაქტიკური ზღაპრები,,პატარა
ნიანგის გასაჭირი“, ,,ამბავი თავისუფალ ვანოზე“, ,,საათი“. ჩატარდა სხვადასხვა სახის
ღონისძიებები და გამოფენები, გამოუშვეს კედლის გაზეთები.
მესამე კლასის
პედაგოგებმა ქ.ხურციძემ, მ.კულუხოვმა, ხ.სულიაურმა, ხ.მეტრეველმა, მ.ბუჯიაშვილმა, თ.ჯვარშეიშვილმა
ჩაატარეს საუბრები როგორც საერო ,ისე რელიგიურ თემებზე,მოაწყვეს გამოფენები საკლასო
ოთახებში,მესამე პირველ და მესამე მესამე კლასებში ქ. ხურციძის ინიციატივით და ხ.სულიაურის
მხარდაჭერით ჩატარდა ,,ინტელექტუალური ვიქტორინა“, მესამე მესამე კლასში მოეწყო ღონისძიება,,მეგობრობა
გზად და ხიდად...“ მესამე მეორე კლასში ხელმძღვანელი მ.კულუხოვი გაკეთდა პროექტი,,სხვა საქართველო სად არის..“მესამე
მეოთხე კლასში ხ.მეტრეველის ინიციატივით მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთები,,დიდ
მეფეებზე“, ,, ახალ წელზე“,ჩატარდა ვიქტორინები, ჯგუფური მუშაობები, მესამე მეხუთე
და მესამე მეექვსე კლასმა მონაწილეობა მიიღო პროექტებში ,,თბილისობა „ და ,,შემოიარე
დედამიწა, დატოვე ნაკვალევი“ მ.ბუჯიაშვილის და თ. ჯვარშეიშვილის მხარდაჭერით.
პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით IV
კლასის მასწავლებლებმა მ.ონიანი, რ.მელითაური, ლ.ჯღარკავა, თ.კოკაია, ე.ნანობაშვილი,
ლ.ჩინჩალაძე გაიარეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული 13
საათიანი ტრენინგი -
მეოთხე პირველ კლასში ჩატარდა მათემატიკის კონკურსი-ვიქტორინა
,პედაგოგ ლ.გორგაძის ხელმძღვანელობით, წარმატებულ ჯგუფს გადაეცა სიგელები. ყველა მეოთხე კლასში ჩატარდა ფიროსმანის კვირეული,შესწავლილ
ნაწარმოებებთან კავშირი იყო ამ კვირეულის ძირითადი მიზანი.მოსწავლეები და პედაგოგები
ეწვივნენ ფიროსმანის მუზეუმს, დაათვალიერეს ძველი თბილისის უბნები,მეოთხე მეექვსე კლასში
თბილისობასთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება,,შემოდგომის ბარაქა-თათარაობა“ ხელმძღვანელი
ლ.ჩინჩალაძე.მეოთხე კლასებში გაკეთდა პროექტები,,ჩვენ გვინდა მშვიდობა“, ,,გავუფრთხილდეთ
ერთმანეთს“, ,,დავიცვათ ბუნება“, ,,მსოფლიო მოგზაურები“, ,,ახალი წლის ტრადიციები“.
დაწყებითი განათლების კათედრის თითოეულმა პედაგოგმა
უზრუნველყო მოსწავლეთა დასწრება საქველმოქმედო კონცერტზე სკოლის სააქტო დარბაზში. ყველა
კლასში აღინიშნა ახალი წლის მობრძანება საახალწლო მეჯლისით და მშობლების მხარდაჭერით
ეს მეჯლისი გაგრძელდა ბავშვთა ცენტრებში, ,,ბაბილინა“, ,,კომედი შოუ“, ,,ნემო“, ,,მიკი მაუსი“.
ჩაატარეს
საუბრები სხვადასხვა თემაზე: პიროვნული და მორალური განვითარების, გარემოს დაცვითი
კულტურისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივ-პატრიოტული
ცნობიერების, ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარების შესახებ, ზეიმები და ექსკურსია - დედაენის ძეგლთან,
მთაწმინდის პანთეონში ღირსშესანიშნავ თარიღებთან
დაკავშირებით და გამოუშვეს გაზეთები, პოეზიის საღამოები, მათემატიკური ვიქტორინები, სხვადასხვა შეჯიბრებები, კონკურსები მხატვრულ კითხვასა და კალიგრაფიაში,
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული საჩვენებელი გაკვეთილები
ქართულ ენასა და მათემატიკაში, ტესტირებები, გამართეს დისკუსიები - რელიგიურ დღესასწაულებზე,
სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებებისა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით.
დაესწრნენ სპექტაკლებს მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საქართველოს კუთხეების გაცნობის მიზნით მოსწავლეები ესტუმრნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ თანამშრომლობის უნარი,
ჯანსაღი ღირებულებები, სასწავლო
უნარ-ჩვევები. ყოველივე ამან დადებითად იმოქმედა მისაღწევი
შედეგების გაუმჯობესებაზე.
კათედრის წევრებმა თითოეულ მოსწავლეს შეუწყვეს ხელი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის
ამაღლებასა და ფიზიკურად, ფსიქიკურად,
სოციალურად და სულიერად
განვითარებაში; შეუქმენს პირობა,
რათა აღმოეჩინათ მათში ნიჭი,
ძლიერი მხარეები და გამოევლინათ
თავიანთი შესაძლებლობები. მოსწავლეთა
ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, უზრუნველყვეს საკლასო ცხოვრებაში
მათი აქტიური ჩართვა.
მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების
განხილვის მიზნით, კათედრის წევრებს
მოსწავლეებთან სადამრიგებლო შეხვედრები
ჰქონდათ. ამით საშუალება
მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ ბავშვებს,
გაეთვალისწინებინათ მათი ინდივიდუალური
თავისებურებები და საჭიროებანი,
რამაც ხელი შეუწყო
მოსწავლეთა პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს
ჩამოყალიბებას, რაც წარმოადგენს
პოზიტიური ურთიერთობის საფუძველს. სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ხელს
უწყობდნენ ელექტრონული რესურსების შექმნითა და განვითარებით. ეროვნულ გეგმასთან შესაბამისობაში, სასწავლო პროცესში აქტიურად, სხვადასხვა
საგნების მიხედვით, იყენებდნენ
ბუკებს.მოსწავლეები მონაწილეობდნენ
ოლიმპიადებში ქართულ ენასა და მათემატიკაში. მიიღეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
2014-2015 სასწავლო წლის I სემესტრში კათედრის
მიერ ჩატარებული მუშაობა იყო შრომატევადი,
ნაყოფიერი და წარმატებული, რამაც ხელი შეუწყო სწავლაში
განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლეთა
ძალებისა და მასწავლებელთა პროფესიულ
განვითარებას.
დაწყებითი განათლების კათედრის მუშაობის ამსახველი მასალები შეგიძლიათ
იხილოთ ბმულზე:
teakokaia@blogspot.com
დაწყებითი საგნობრივი
კათედრის თავმჯდომარე:
/თ.კოკაია/
მდივანი:
/ი.ნეფარიძე/
საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ქალაქ თბილისის
N117 საჯარო სკოლის დაწყებითი საგნობრივი კათედრის
სხდომის
ოქმიN6
თარიღი:24.09.2014
კათედრის
თავჯდომარე: თ. კოკაია
მდივანი: ი.ნეფარიძე
წევრები:
ხ. მეტრეველი , ც. რეხვიაშვილი, ნ. კოტორაშვილი, რ. მელითაური, რ. ხიჯაკაძე , ე. ნანობაშვილი, ნ. ურდულაძე , ნ. ედიბერიძე , ნ. ნადირაშვილი ,
მ. ბურდული, დ. ცხვარაძე , ლ. აბულაძე , ც. შპეტიშვილი , თ. ჯვაშეიშვილი, ქ. ხურციძე
, მ. ონიანი, ე. ცაგარელი, მ. ბუჯიაშვილი
ესწრებოდა:18
არ
ესწრებოდა:2
დღის
წესრიგი:საგანმანათლებლო რესურსი დაწყებით კლასებში.
კენჭი ეყარა დღის წესრიგს.
მომხრე-18
მოისმინეს მ.ბერაძის მოხსენება საკითხთან დაკავშირებით,რომელმაც
წარმოადგინა საჭირო საგანმანათლებლო რესურსის ცამონათვალი:
1.როუტერი ყველა კლასში.
2.მაგნიტური დაფები და მაგნიტური მოძრავი ანბანი..
3.თვალსაჩინოება,თაბახის ფურცლები,ფორმატისა და წებოვანი
ქაღალდები.
,მარკერები და მაგნიტები.
4.ქვიშის საათი.
5.გეომეტრიული და სივრცითი ფიგურები,დაფის სახაზავი,ფარგალი
და დიდი საანგარიშე.
6.საქართველოს ფიზიკური და მსოფლიო პოლიტიკური რუკები..
დაადგინეს,რომ საგანმანათლებლო რესურსი საჭიროა ეფექტური
,თანამედროვე ტექნოლოგიებითა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით გაჯერებული გაკვეთილის
ჩასატარებლად.
დაწყებითი განათლების
კათედრის თავმჯდომარე: /თ.კოკაია/
მდივანი: ი.ნეფარიძე/
Комментариев нет:
Отправить комментарий