вторник, 14 октября 2014 г.

 






  





   ესეც ჩვენი პირველი კლასის მასწავლებელთა ტრენინგის დასასრული თემაზე,,1:1 ელექტრონული სწავლება" და ამ ტრენინგის ამსახველი სურათები











 






понедельник, 13 октября 2014 г.



  კოლეგებო, გილოცავთ სვეტიცხოვლობას, მისი ძალა

 და მადლი შეგწეოდეთ!



           14 ოქტომბერს სრულიად საქართველო აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. 

  



 სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი
კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ღვთის განგებითა და წყალობით, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – საქართველოს გულში დაბრძანდა. ეს კვართი თავად ღვთისმშობლის მიერაა მოქსოვილი. ის უკერველია, ანუ მოქსოვილია ერთიანად, რაც სიმბოლურად ქრისტეს ეკლესიის ერთიანობას განასახიერებს და ქრისტიანებს ასწავლის, რომ ეკლესია არის ერთიანი სხეული, ის არ დაიყოფა ნაწილებად, არამედ დარჩება კვართივით განუყოფელი.
უფლის კვართი საქართველოში ჩამოიტანა მცხეთელმა ებრაელმა ელიოზმა, რომელიც საგანგებოდ იყო გამოძახებული იერუსალიმში ქრისტეს სამჯავროზე, მაგრამ ელიოზს მონაწილეობა არ მიუღია ამ უსამართლო მსჯავრში, პირიქით, იწამა ქრისტე, როგორც მესია, მხსნელი კაცობრიობისა და ქრისტეს ჯვარსმცმელი ჯარისკაცებისაგან უფლის კვართიც გამოისყიდა. მან ეს უდიდესი სიწმინდე მოწიწებით წამოაბრძანა საქართველოში, მცხეთასთან მას მისი და – სიდონია მიეგება, რომელმაც ჩაიკრა თუ არა გულში კვართი, დიდი მწუხარებისა გამო, სული განუტევა.
იმხანად ქართლში მეფობდა წარმართი მეფე ადერკი. მას ძალიან მოეწონა უფლის კვართი და მისი მისაკუთრება განიზრახა, მაგრამ უფლის განგებით, სიდონიას ხელიდან ვერაფრით გააშვებინეს კვართი და სამეფო ბაღში მასთან ერთად დაკრძალეს. დიდხანს კაცთათვის დაფარული იყო კვართის ადგილსამყოფელი, მაგრამ წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით იგი კვალვ გამობრწყინდა და თავისი სასწაულებით მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმ ადგილას სვეტიცხოვლის ტაძარი აშენდა, ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დგას სვეტი, რომლის ძირშიც დაფლულია ეს უდიდესი სიწმინდე.

სვეტიცხოვლობის ტროპარი:

суббота, 11 октября 2014 г.

  


ლექსი  მასწავლებელზე
ყველაზე მეტად ვინ არს გარჯილი? 
სხვისი შვილების ნათლად აღმზრდელი? 
მამულს აჩუქოს ყოვლად აღზრდილი,
 განათლებული ნამდვილი ერი? 
_მასწავლებელი,მასწავლებელი, 
დაუღალავი მუდამჟამს სხვისთვის, 
მისი დევიზი მხოლოდ ერთია: 
"ერი გავზარდო მე მამულისთვის". 
მასწავლებელი იქნებ უფულო,
 უშემოსავლო ყოველი მხრიდან, 
იქნებ ფაცხაში მცხოვრები მარტო, 
გამოდის დილით ადრე ჩიხიდან. 
მაგრამ არასდროს არ არს ღარიბი, 
იგი ბავშვებით არის მდიდარი, 
ას თვალწინ უდგას ყოველთვის ბავშვი,
 უნდა რომ ბავშვზე ნახოს სიზმარი. 
მასწავლებელი ყოვლად კეთილი, 
არს გამზრდელი მრავალი მოდგმის, 
ბავშვებზე ზრუნვით დაუზარელი 
ინვა და თოვლში ადრე რომ მოდის.
მასწავლებელი – მშობლის ალერსით                               ამოქარგული ტკბილი ანბანი, 
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი. 
მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში განათებული, როგორც ოცნება, მასწავლებელი – სინდის-ნამუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნება. 
მასწავლებელი – დედის გულივით მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი. მასწავლებელი – ბავშვის სურვილი: მასწავლებელი გავხდე ნეტავი. მასწავლებელი – გულისხმიერი, ვთვლიდით აღმზრდელად, 
                            ვთვლიდით მეგობრად. 
მასწავლებელი – მასზე ძლიერი, მასზე სწავლული არვინ გვეგონა. მასწავლებელი – ამ ქვეყანაზე სიტყვით ქებული, საქმით ქებული. მასწავლებელი – დედაენაზე, მშობელ ენაზე შეყვარებული. 
მასწავლებელი – სიტყვა ფრთიანი, მუდამ მამულზე ფიქრით გართული, მასწავლებელი – მართლაც ტრფიალი, რაც კი კარგია, რაც კი ქართული. მასწავლებელი – ღამე უძილო, ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი. 
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი. მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის                                                    შრომობდა. 
 მასწავლებელი – გულს ჩახატული, დიდი ფიქრები, დიდი სურვილი. მასწავლებელი – მზე, გაზაფხული, მთები, ყანები, ოქროცურვილი. მასწავლებელი – ცოდნის ნათელით უსწავლელობის დამმარცხებელი…
                     აი, რას ნიშნავს მასწავლებელი, 
                     აი, რად გვიყვარს მასწავლებელი. 
მასწავლებელი – ღამე უძილო, ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი. 
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.







            ეს პირველი კლასია,უნიჭიერესი პედაგოგის                                          ლუდა აბულაძის კლასი




       ლუდა აბულაძის კლასში  ამ დღეს ანბანი შემობრძანდა, ის ჭიამაიებმა და პეპლებმა მოუტანეს პატარებს. 


წარმატებები ვუსურვოთ მათ თავიანთ ულამაზეს და უკელთიშობილეს ლუდა მასწავლებელთან ერთად.











გაიარე ცოდნის ხიდი, 
წინ დაგხვდება შენ გზა დიდი,
და ნურაფრის გეშინია 
მე,ხელს მუდამ გამოგიწვდი





четверг, 9 октября 2014 г.




 

        გილოცავთ მასწავლებლის დღეს


უნდა გავშალოთ ფრთა ვით არწივმა
გვერქვას მამულის რკინის კედელი,
სამშობლოსათვის თავის გაწირვა,-
აი,რას ამბობს მასწავლებელი
ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,
დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,
აი, რას ამბობს მასწავლებელი.
არ მოვუტანოთ მოყვასს ზიანი,

არ გავახაროთ მტერი მზებნელი,
ზრდილნი,ქველნი და თავაზიანნი,
ვიყვნეთ გვასწავლის მასწავლებელი.
                                     შოთას სახელი არ იბინდება,

                                      სულის და გულის გამხარებელი,
                                       ის ჩვენი მზეა, ჩვენი დიდება,
                                        აი,რას ამბობს მასწავლებელი.

                                     ქართველის სულში დიდი ილია,
                                    მარადჟამ გულით სატარებელი,
                                   ოქროს ძაფებით ჩაქსოვილია,
                                   აი, რას ამბობს მასწავლებელი.


                                                                                       აკაკის სიტყვა გულს ჩაგვწვდენია,

                                                                                          მტრის გულში ისრის გამტარებელი, 
                                                                                         კურთხეულ იყოს ვაჟას გენია,
                                                                                          აი, რას ამბობს მასწავლებელი.


                                                                              არ გასცვლის შვილი საკუთარ მშობელს,

                                                                                სინდის-ნამუსის გამტარებელი,
                                                                               დედაენის და სამშობლოს მგმობელს-
                                                                                ვრისხავდეთ!-ამბობს მასწავლებელი.

                                                                                   სულ რომ გვასწავლის,

                                                                                 გვირჩევს,
                                                                                გვახარებს,
                                                                              ვით მშობელ დედას,
                                                                            დედაენასაც 
                                                                          მასწავლებელი ისე გვაყვარებს.
                                                                          მიტომაც გვიყვარს ასე ძალიან,
                                                                        კვლავაც ბავშვივით გვინდა ვეფეროთ 
                                                                      თმაში ჭაღარა შემოგვპარვია
                                                                    და მაინც ვამბობთ- 
                                                                  მასწავლებელო!
                                 უნდა გავშალოთ ფრთა, ვით არწივმა,
                                  გვერქვას მამულის რკინის კედელი,
                                   სამშობლოსათვის თავის გაწირვა!-
                                       აი, რას ამბობს მასწავლებელი.
ცდილობს გულმედგრად სულ წინ მივყავდეთ,
შიშის არ ვიყვნეთ გამკარებელი,
დედა გვიყვარდეს, მამა გვიყვარდეს,

აი, რას ამბობს მასწავლებელი.





 მასწავლებელი

მასწავლებელი - მშობლის ალერსით 
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი - ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი - ჩვენს სიყვარულში განათებული, 

როგორც ოცნება,
მასწავლებელი - სინდის-ნამუსი,
მხოლოდ ხალასი პატიოსნება.
მასწავლებელი - დედის გულივით

მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი - ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
მასწავლებელი - გულისხმიერი,

ვთვლიდით აღმზრდელად, ვთვლიდით მეგობრად.
მასწავლებელი - მასზე ძლიერი,
მასზე სწავლული არვინ გვეგონა.
მასწავლებელი - ამ ქვეყანაზე

სიტყვით ქებული, საქმით ქებული.
მასწავლებელი - დედაენაზე,
მშობელ ენაზე შეყვარებული.
მასწავლებელი - სიტყვა ფრთიანი,

მუდამ მამულზე ფიქრით გართული,
მასწავლებელი - მართლაც ტრფიალი,
რაც კი კარგია, რაც კი ქართული.
მასწავლებელი - ღამე უძილო,

ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
მასწავლებელი - რამ დაგვავიწყოს,

ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა
.ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო
,მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,

იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,

კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
ასწავლებელი არა ჰყოლოდა.
მასწავლებელი - გულს ჩახატული,

დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.მასწავლებელი - მზე,
 გაზაფხული,მთები, ყანები, ოქროცურვილი.
მასწავლებელი - ცოდნის ნათელით

უსწავლელობის დამმარცხებელი...
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
                                              მასწავლებელი - ღამე უძილო,

                                                ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,                                                 
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.