суббота, 22 ноября 2014 г.

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!



გიორგობა
--------------------------------------------------------------------------------
    23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
     III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემენ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.
საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. 
    თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ.
   დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებად  სწორედ 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10) მიიჩნევა, რადგან გიორგობას, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ.


        წმიდა გიორგი

 წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
 ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
 შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
 იხსენ სამკვიდრო  შენი – გეორგია,
 დიდების უფალი მართალთა მწედ არი.
 წმიდაო რაინდო, გველი არ დაინდო,
 მოგვმადლე იმედი და უფლის სვე-დარი!

ზვიად გამსახურდია


вторник, 18 ноября 2014 г.

 მეოთხე კლასი-ხელმძღვანელი ლალი ჩინჩალაძე 
ფერთა ზეიმი იყო ამ დღეს ლალი მასწავლებლის კლასში.ბავშვები აკვარელით ხატვას ეუფლებოდნენ და იყო დიდი მხიარულება, მითუმეტეს ჭერიდან ნაირ-ნაირ ხილთა სურათები გადმოჰყურებდნენ მათივე ხელებით შექმნილნი. დღეს კი ცდილობდნენ შემოდგომის სურათები შეექმნათ.



 













 
 








 




















          ეს ჩემი კლასია- მე-4 კლასი 
საკლასო ოთახის მეგობრები კი მეორეკლასელები არიან. ოთახი ჩემი და მაიკო ბურდულის ძალისხმევით შეძლებისდაგვარად გავალამაზეთ. მადლობა მათ ვინც მხარში გვედგა და ეს ყველაფერი შეგვაძლებინა.
















 







 












       ეს მაიკო ბურდულის 
კლასია-მეორე კლასი


დღეს მათ სანიმუშო გაკვეთილი აქვთ,ისინი გაეცნობიან მ.შილდელის მოთხრობას ,, ციყვი და კოდალა".მაიკომ გაკვეთილის გეგმა მოგვაწოდა კათედრას და გაკვეთილზეც ვეწვიეთ.









































გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
მ. შილდელის  „ციყვი და კოდალა“
სწავლების საფეხური და კლასი
პირველი საფეხური.   მეორე კლასი
მასწავლებლის სახელი, გვარი
მაია ბურდული
მოსწავლეთა რაოდენობა
29
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებათა მქონე მოსწავლეები
რაოდენობადა პროფილი
ერთი-გიორგი ხვედელიძე
Ismens wakiTxul teqsts da martiv shekitxvaze scems pasuxs.
Gadaiwers martiv winadadebas da amoikitxavs maswavleblis daxmarebit.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევათა გამომუშავება.  ლოგიკური თანმიმდევრობით თხრობა.
ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება და პრაქტიკულად გამოყენება.სამეტყველო ეტიკეტის ფორმების შერჩევა.მარტივი პუნქტუაციურ-ორთოგრაფიული ჩვევების ფორმირება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
II. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამე-ტყველო სიტუაციებში.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძ-ლია მოსმენილი / წაკითხუ-ლი ტექსტი ან ტექსტის ცა-ლკეული ფრაგმენტი გარ-დაქმნას აზრობრივ ნახატად.
II. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.

II. 12. მცირე მოცუ-ლობის ტექსტების შექმნისას მოსწავლეს შეუძლია ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენება.


აქტივობა და დრო
მოსწავლე კითხულობს ტექსტს
აანალიზებს და აფასებს წაკითხულს
აკვირდება და პრაქტიკულად იყენებს სამეტყველო ეტიკეტის ფორმებს
ასრულებს წერით სამუშაოებს.
თანმიმდევრობა
ვენის დიაგრამაზე დაწერენ რა იციან ციყვისა და კოდალას შესახებ
მასწავლებელი ამატებს ინფორმაციას მათ შესახებ.
მასწავლებელი პაუზებით კითხულობს ტექსტს და მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს.
ერთხელ წაიკითხავს მასწავლებელი მთლიანად. შემდეგ კითხულობენ ნაწილ-ნაწილ და მუშაობენ უცხო სიტყვების ახსნაზე.
ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით დაისმევა კითხვები
ცოდნა-სად ცხოვრობდა ციყვი?
-რას აკეთბდა კოდალა?
-როგორ მკურნალობდა ნაძვს კოდალა?
გაგება
-გადმოეცით თქვენი სიტყვებით კოდალას სიტყვები
-რა შეხედულების იყო ციყვი კოდალაზე?
გამოყენება
-ჩამოაყალიბე ციყვის თვისებები, კოდალას
-ანალიზი
-რატომ უკაკუნებდა კოდალა ხეს?
-თქვენი აზრით სწორად მოიქცა კოდალა? ციყვი?
სინთეზი
-რა მოხდებოდა კოდალას რომ არ შეეჭამა ის მწერები?
შეფასება
-შეაფასეთ კოდალასსაქციელი?  ციყვის?
მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად და გაიმართება დისკუსია კოდალას და ციყვის გამართლება.
შეფასება
შვაფასებთ გაკვეთლს, ჯგუფებისა და ინდივიდუალურად მოსწავლეების ჩართულობას.

 ახლა კი ვეწვიოთ მაიას კლასს გაკვეთილზე . გაკვეთილის დაწყებამდე მოვიხიბლეთ 

კლასის მორთულობით და ახლა  ვცდილობ  თქვენც  გაგიზიაროთ








 ესენი კი ჩვენი პედაგოგები-დოდო არეშიძე და ლუდა აბულაძე,რომლებიც ინტერესით ელოდებიან მაიკოს გაკვეთილს.





თვითონ მაიკო კი, როგორც ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადება პრეზენტაციისათვის.უდიდესი გამოცდილების მქონე პედაგოგი  ყოველთვის ცდილობს კლასში დანერგოს ახალი ინოვაციები.













































































დიდი მადლობა მაია მასწავლებელს შესანიშნავი გაკვეთილისათვის. წარმატებები ვუსურვოთ მას და მის პატარებს.