понедельник, 9 марта 2015 г.



  




     უჩვეულო გარემო სუფევდა  პირველ-პირველ კლასში.ბავშვების გაცისკროვნებულ თვალებში ამოიკითხავდით რაღაც ახალის და საინტერესოს მოლოდინს, მათ ხომ დედებისთვის უნდა ეჩუქებინათ დღევანდელი დღე, ,,ჩვენ გვიყვარს დედა"აკი ასე უწოდა ამ ზეიმს ენერგიულმა და სათნოებით სავსე პედაგოგმა ლუდა მერებაშვილმა.












    ლუდა მასწავლებელმა სიურპრიზი გაუკეთა პატარების დედებს,მოიწვია ყველა ბავშვის მშობელი, რათა თავიანთ შვილებს მათთვის  წაეკითხათ ლექსები და მიელოცათ დედის დღე. 

 









   პატარები ანთებული თვალებით უძღვნიდნენ თავიანთ დედებს ლამაზ ლექსებს თუ მონოლოგებს. დედები კი ცრემლმორეული თვალებით უცქერდნენ თავიანთ შვილებს. 



































     ამ ქვეყნად არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი… ყველგან და ყოველთვის დედას ერთი მიზანი ამოძრავებს–„შვილების ბედნიერება!“ ამ ბედნიერებისათვის იღწვის საკუთარი ძალღონის დაუზოგავად… დედასა და შვილს შორის გაბმული რაღაც იდუმალი ძაფები, რომელთა წყალობითაც ბავშვის სულის ყველა რყევა დედის გულში ტკივილს იწვევს,მის ყოველწარმატებას კი საკუთარი სიცოცხლის სასიხარულო მოვლენად თვლის..
]














ზეიმზე პატარებს მოწვეული ჰყავდათ სტუმრები, ამავე სკოლის პედაგოგებიეთერ ნანობაშვილი, ციცო შპეტიშვილიო, ნუნუ ედიბერიძე, ეკა ცაგარელი, თეა კოკაია, სკოლის ყველაზე უხუცესი ქეთო ბაბო, რომელმაც ბავშვებთან ერთად პატარა სკეტჩშიც მიიღო მონაწილეობა.


























   ეს ციცო მასწავლებელია , ის გამალებული მოიჩქარის

პატარების ზეიმზე.





























ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველი პირველი  კლასის მოსწავლეებს და წლების შემდეგ არაერთხელ მოენატრებათ ერთმანეთი. ამ მონატრებას კი სამახსოვროდ გადაღებული ფოტოსურათებით გაიქარვებენ.















































понедельник, 2 марта 2015 г.

ძვირფასო კოლეგებო, დედებო და მომავალო დედებო გილოცავთ დედის დღეს!
3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე ოც წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. 

ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას.
   მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც.
  ყველა დედას და მომავალ დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას,ბედნიერებას და რაც მთავარია სამშობლოსათვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას.

შვილებს კი ვუსურვებ მუდამ ჰქონდეთ უნარი , სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს.









 ქართველისთვის "დედა " მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც "დედა ენას" ეძახის, 
უფროს ქალაქს - "დედა-ქალაქს", 
მკვიდრსა დედა ბოძს სახლისას - "დედა-ბოძს". 
უდიდეს და უმაგრეს ბურჯს - "დედა-ბურჯს", 
სამთავრო აზრს - "დედა-აზრს", 
გუთნის გამგებელ მამაკაცსაც კი -"გუთნის დედას". რამოდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა, რამოდენად გამრავალგვარებული, გაპატიოსნებული, გაძლიერებული, მოღონიერებული და თავმოსაწონებელი!.. სიდიდე, სიმაგრე და სამკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით, ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა!"







“ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის 
გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის..” (ხორნაული)
  
               

 


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,

მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.


დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. 


ვით უკდავება, დედა ერთია,


და ქვეყანაზე ომის დაწყება


ეგ იგივეა - დედას ესვრიან.


ახალს ლანდივით შორდება ძველი,


ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,


არ გაჩენილა დედის შემცვლელი,


-სილამაზე და დედა ერთია.

დედა ერთია ვით სინანული,

ვით სისპეტაკე, დედა ერთია,


სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა


მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.


დედამ დათესა ეგ სილამაზე,


დასაბამიდან რასაც ეტრფიან,


ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,


მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია!









შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.

იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა






დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით













ბროწეულის ყვავილივით
ლამაზი ხარ,წმინდა,
იქნებ მზის სხივს ჩამოყევი
ლაჟვარდოვან ციდან!
იქნებ მთვარის ავსება ხარ ,
გათენება დღისა?!
თავანკარა ნაკადული
მორაკრაკე მთისა?!
ქარიშხალის ამოვარდნა?!
შეგადარო ვისა?
ვისურვებდი უხვად გქონდეს,
შენ წყალობა ღვთისა!








“უგუნური შვილი დედის სევდაა” ამბობს სოლომონ ბრძე

ნი. რა ბევრია ამით ნათქვამიშვილის აკვანთან მჯდომი 

რო მელი დედა არ ოცნებობსრომ შვილი მისი სიხარული

 და ნუგეში იყოსრომიგი ჭკუითა და ზნეობრივი სისუფ

თავით გამორჩეული ადამიანი გაიზარდოსადამიანურ 

გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც

 ერთი არ არის

სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალიაყველაზე 

მძიმე განცდებსაც კი დრო ჰკურნავსმხოლოდ დედის 

გული არასოდეს ივიწყებს შვილებს..