უბის წიგნაკიდან

დეკემბერი.....   
"მე მიყვარს თოვა
სიცელქე ამ ცის,
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს..
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა,
მიმოფანტული ველებზე თეთრად,
მიყვარს ნაძვის ხე,
ბუხარი,
სითბო..
ის ვინც საჩუქრებს
ყოველ წელს ითხოვს..
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს
დღის და ღამის არევა,
რომც გტკიოდეს,რომც გციოდეს,
იქ თქვით ლუდის დალევა...
P.S. ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია...."
/ნიკო გომელაური/

,,ჩუმია სულის ხმა, ის მხოლოდ გულის მდუმარებაში ისმის...''

,,სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე - საქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო."

"ზეციდან ყველა ადამიანი თანაბრად შორია."

"სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია."

"კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიხრის სხვის დასახმარებლად."

"ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა."

"კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია."


"ცხოვრება ხშირად გაჩოქებს მუხლზე... ეს კი საუკეთესოა დროა იმისთვის რომ ილოცო."



...ჩახუტება ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით 

ბავშვებისთვის.მე არ ვმოქმედებ წიგნებში დაწერილი 

კანონების მიხედვით. მე ვუჯერებ და მივყვები მხოლოდ 

გულის ხმას. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა 

რაც მსოფლიოს აწუხებს – გულცივობა და სიყვარულის 

ნაკლებობაა. მე ვიცი, რომ შემიძლია ხალხს მივცე ჩემი 

სიყვარული და სითბო მხოლოდ ერთი წუთით, ნახევარი 

საათით, ერთი დღით…თვით, მაგრამ ხომ ვახერხებ და 

ხომ შემიძლია; –ეს არის ის, რისი კეთებაც მანიჭებს 

ბედნიერებას 

Комментариев нет:

Отправить комментарий