დაწყებითი განათლების კათედრა




       დაწყებითი სწავლების კათედრის მიზნები განისაზღვრება ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნებიდან და ეროვნული სასწავლო 





გეგმიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, ჩვენი მიზნებია:

  • გამოვუმუშავოთ მოსწავლეს ელემენტარული სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა;
  • ვასწავლოთ გააზრებული კითხვა, რაც გამჭოლი უნარია ყველა სასწავლო დისციპლინის შესასწავლად;
  • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
  • ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
  • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები და ჩამოვუყალიბოთ საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
  • განვუვითაროთ მოსწავლეს ძირითადი უნარები -წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა, აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი;
  • გამოვუმუშაოთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
  • შევუქმნათ კითხვის მიმართ დადებითი განწყობა;
  • ჩამოვუყალიბოთ საკუთარი ელემენტრული შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე;
  • გავუცნობიეროთ სწვლის დანიშნულება დაგამოვუმუშაოთ მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

    ჩვენი კათედრის მუშაობის პრიორიტეტებია:
      1.სასწავლო პროცესის სრულყოფა;
      2.სწავლების მაღალი ხარისხი;
      3.ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
      4.პედაგოგთა პროფესიული ზრდა;
      5.თანამშრომლობა.

      დაწყებითი სწავლების კათედრის პედაგოგები დასახული მიზნების გადასაჭრელად მთელ თავის ცოდნას,შესაძლებლობებს,ძალისხმევასა და სიყვარულს დებენ სკოლის აღსაზრდელებთან  შრომატევად,საპასუხისმგებლო მუშაობაში.
      მიზნის მასაღწევად კათედრის თითოეული წევრი

    • იმაღლებს კვალიფიკაციას,ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე,ეცნობა ინოვაციურ მეთოდებს.

    • იზიარებს კათედრის წევრთა გამოცდილებას,თანამშრომლობს მათთან.

    • განსაზღვრავს არსებულ პრობლემებსდა კოლეგებთან ერთად ეძებს გადაჭრის გზებს.

    • საკუთარი ძალებით ქმნის სასწავლო პროცესისთვის საჭიროსაგანმანათლებლო რესურსებს და ამდიდრებსკათედრის რესურსთა ბაზას.

    • სისტემატურად გეგმავს სასწავლო პროცესს და აკეთებს საკუთარი მუშაობის მონიტორინგს;

    • კოორდინირებულად მუშაობსსკოლის სხვა კათედრებთან;

    • შეიმუშავებს  რეკომენდაციებს აღზრდისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა საკითხზე.