კათედრის მიზნები










სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრები, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შეიძლება,დამრიგებელმა კლასში დადგას "სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად.ამ შემთხვევაში დამრიგებელიმოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. ამ წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელიაშეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისასგანიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.
სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევაპირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35-40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილიმათი ჩატარება კვირის ბოლოს ჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.
სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არა? ეს დაეხმარება დამრიგებელს, შემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.
ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდანამგვარად დამრიგებელი დაინახავ ყველა მონაწილე და შეეძლება განსაზღვროს თითოეულის ჩართულობისხარისხი.
ასევე, შეიძლებასადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

სადამრიგებლო საათის თემები

სადამრიგებლო საათის თემები, სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა – საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
რეკომენდაციები "სადამრიგებლო საათის" განხორციელებისთვის.


2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავ სეს?

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.

დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. თუმცა შესაძლებელია შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ იყოს დაგეგმილი, მაგ. კვირაში ერთხელ. 




                   დაწყებითი განათლების კათედრა
  



       დაწყებითი სწავლების კათედრის მიზნები განისაზღვრება   ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნებიდან და ეროვნული სასწავლო 


გეგმიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, ჩვენი მიზნებია:

  • გამოვუმუშავოთ მოსწავლეს ელემენტარული სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა;
  • ვასწავლოთ გააზრებული კითხვა, რაც გამჭოლი უნარია ყველა სასწავლო დისციპლინის შესასწავლად;
  • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
  • ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
  • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები და ჩამოვუყალიბოთ საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
  • განვუვითაროთ მოსწავლეს ძირითადი უნარები -წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა, აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი;
  • გამოვუმუშაოთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
  • ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
  • შევუქმნათ კითხვის მიმართ დადებითი განწყობა;
  • ჩამოვუყალიბოთ საკუთარი ელემენტრული შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე;
  • გავუცნობიეროთ სწვლის დანიშნულება დაგამოვუმუშაოთ მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.


    ჩვენი კათედრის მუშაობის პრიორიტეტებია:
      1.სასწავლო პროცესის სრულყოფა;
      2.სწავლების მაღალი ხარისხი;
      3.ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
      4.პედაგოგთა პროფესიული ზრდა;

      5.თანამშრომლობა.


      დაწყებითი სწავლების კათედრის პედაგოგები დასახული მიზნების გადასაჭრელად მთელ თავის ცოდნას,შესაძლებლობებს,ძალისხმევასა და სიყვარულს დებენ სკოლის აღსაზრდელებთან  შრომატევად,საპასუხისმგებლო მუშაობაში.
      მიზნის მასაღწევად კათედრის თითოეული წევრი

    • იმაღლებს კვალიფიკაციას,ზრუნავს პროფესიულ 

    • განვითარებაზე,ეცნობა ინოვაციურ მეთოდებს.

    • იზიარებს კათედრის 

    • წევრთა გამოცდილებას,თანამშრომლობს მათთან.

    • განსაზღვრავს არსებულ პრობლემებსდა კოლეგებთან

    •  ერთად ეძებს გადაჭრის გზებს.

    • საკუთარი ძალებით ქმნის სასწავლო პროცესისთვის

    •  საჭიროსაგანმანათლებლო რესურსებს და 

      ამდიდრებსკათედრის რესურსთა ბაზას.

    • სისტემატურად გეგმავს სასწავლო პროცესს და

    •  აკეთებს საკუთარი მუშაობის მონიტორინგს;

    • კოორდინირებულად მუშაობსსკოლის სხვა 

    • კათედრებთან;

    • შეიმუშავებს  რეკომენდაციებს აღზრდისა და სწავლა-

    • სწავლების სხვადასხვა საკითხზე.




















      Комментариев нет:

      Отправить комментарий