суббота, 28 февраля 2015 г.

ჩემო ძვირფასებოოოოოოოოო გილოცავთ გაზაფხულის დადგომას





  ხვალ გაზაფხულის პირველი დღეა. გაზაფხულის პირველ თვეს, მარტს, სახელი ეწოდა ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით, რომელიც გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. მარტის ძველი  ქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტში 31 დღეა.
ზაფხულში დღე გრძელია, ღამე მოკლე. წელიწადში არის მხოლოდ ორი დღე, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება. ამას ბუნიობა ჰქვია. გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტსაა.
გაზაფხული წლის ულამაზესი დროა. ბუნება ცოცხლდება. ამინდი თბება, ხეებზე კვირტები გამოდის, მდელოები მწვანდება, ყვავილები იწყებენ აყვავებას. ზამთარში, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ. მარტის ზოდიაქოს ნიშნებია თევზები და ვერძი.

ეს გაზაფხული მე მოვიყვანე,
რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანე
და, რაკი ზამთრით გადაიღალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე,
ვიძალე ძალით და გადმოვძალე,
ყოველი ფერით გადმოვითვალე,
ყველა ყვავილი გადმოვიშალე,
ყოველი წვეთით გადმოვიცალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
ბევრი ვიბრძოლე, ბერვი ვიწვალე,
მიშალეს, მაგრამ არ დავიშალე,
ჩემი ცრემლებით გზები ვუმშრალე,
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.
და ახლა ორნივ შენს წინა ვდგავართ,
_ იმას ჩავიდენთ, რასაც გვიბრძანებ.
 წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო უკვე დადგა.. გაიღიმეთ... 

************** 

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, 
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
 სული საზღვარს გადასცილდა ფრენით, 
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
 ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, 
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. 
წინ მეშლება სხვა ოცნების არე, 
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. 
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, 
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

**************** 


თეთრყვავილა - გაზაფხულის სიმბოლო
გაზაფხული მოვიდა, ბუნება გამოცოცხლდა. ადამიანებმა გაიხსენეს სიხარული და ბედნიერება, მაგრამ გულადი ჭაბუკი ვეღარ მოესწრო გაზაფხულს. გველეშაპთან ბრძოლაში იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი სისხლის უკანასკნელმა წვეთებმა თოვლი წითლად შეღება. 
იქ, სადაც თოვლი დადნა - თეთრყვავილა, გაზაფხულის მაცნე ყვავილი ამოვიდა. მას შემდეგ, ადამიანები გულადი ჭაბუკის, სამყაროს გამათავისუფლებლის პატივსაცემად, თეთრი და წითელი ყვავილებისგან გვირგვინს წნავენ. 

წითელი ფერი - სილამაზის, სიყვარულისა და დაღუპული ჭაბუკის ხსოვნის სიმბოლოა, ხოლო გაზაფხულის პირველი მაცნე - თეთრყვავილა, ჯანმრთელობისა და სიწმინდის სიმბოლო.


როგორც იქნა, ზამთარმა კარი გაიხურა და მთელი წლით დაგვემშვიდობა. მზემ გამოაჭყიტა, ჰაერში გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. მიწამაც გამოიღვიძა, ერთი მადიანად გაიზმორა და ფერად-ფერადი ყვავილები ამოყარა.

ქალებს განსაკუთრებით გვიხარია გაზაფხულის დადგომა - მარტი ხომ ჩვენი, ქალების თვეა და ამქვეყნად ყველაზე საუკეთესო არსების - დედის დღე. ჰოდა, ამ დღეს მამაკაცები განსაკუთრებით გალანტურები არიან და გაზაფხულის პირველ ყვავილებს - იებსა და თეთრყვავილებს გვიძღვნიან.

გაზაფხულის მოსვლასთან არაერთი ლეგენდაა დაკავშირებული...

...მზე მიწაზე დაეშვა და ლამაზი ქალწულის სახე მიიღო, მაგრამ ბოროტმა გველეშაპმა ქალწული მოიტაცა და მიუვალ ციხესიმაგრეში ჩაკეტა. ბუნებამ მოიწყინა - აღარც ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, აღარც წყაროების მხიარული ჩუხჩუხი, ხეებმაც თავი ჩაქინდრეს.

ირგვლივ წყვდიადი ჩამოწვა - ცხოვრება ჩაკვდა. და აი, გამოჩნდა მამაცი ჭაბუკი, რომელმაც მზის ტყვეობიდან დახსნა გადაწყვიტა. მთელი წელი ეძება გველეშაპის ციხესიმაგრე, ბოლოს და ბოლოს მიაგნო და ბოროტი გველეშაპი ბრძოლაში გამოიწვია. 

დიდხანს ერკინებოდნენ ერთმანეთს, როგორც იქნა, ჭაბუკმა მტერი დაამარცხა და ლამაზი ასული - მზე გაათავისუფლა. მზემ გაიღიმა, ჭაბუკს სხივები შეანათა, ცისკენ გაემართა და მთელი სამყარო გაანათა.







მიილია ჟამი ვერცხლის, მალე გაზაფხული მოვა
 და სუსხიან ფიფქებს შეცვლის თეთრი ყვავილების თოვა.
 საქორწილოდ მოსაჩითებს ბაღი კვირტებს ვეღარ იტევს, 
აუკლიათ ზეცა ჩიტებს, ჯარი მათი მაღლით გვიტევს. 
მოდი, გაზაფხულო, მოდი, გაისტუმრე ეს ბებერი, 
ტყემლის გააჭყიტე ტოტი, ცა გახლიჩე ტყვიაფერი, 
შენი სიგიჟმაჟე მინდა, შენი სურნელი და მწკერი, 
ამლათ მოვარდნილი მთიდან შვავი, თოში და ლანქერი, 
ცეტი ნაკადულის ჩქერი თოთო კორდებს მიაპკურე,
 ნალიაზე ბოლო ლოლო ცრემლად ჩამოაწურწურე, 
გნოლი გნოლთან აგურგურე, მიე სიყვარულის ნიჭი, 
მთას ირემი ააყვირე, გოგოს აადევნე ბიჭი, 
მოლამუნე ათინათით ალხვე ლიპი და კოპიჭი,
 რტოს ყვავილი უჭიატე, როგორც მოსაცვლელი კიჭი, 
ყოჩივარდას ფერი უქე, შაშვი აჭახჭახე ტყეში, 
ზამთარს ჭექით ეკამუკე, თავზე დაანთხიე თქეში.
 მელექსესაც დამაწვდინე ცახე შენეული შფოთი, 
შთამბერე და ამასტვინე, მოდი, გაზაფხულო, მოდი. 


















***************** 
დღეს მერცხალი შემოფრინდა, 
- ჭიკჭიკითა გადმომძახა: 
"გაზაფხული! გაზაფხული!” 
გულს იმედი დამესახა. 
მივდექ სარკმელს, გადვიხედე, ა
რემარე მესხვაფერა! - 
სასოებამ ფრთა გაშალა, 
გულსა მკრა და ამიძგერა! 
სუნი მეცა გაზაფხულის, 
უცნაური ვიგრძენ ძალი... 
ვსთქვი, თუ: "გულსა რაღად ვიტეხ?
 ახლოს არის მომავალი! "
მოვესწრები, რაც მინდოდა 
ზამთრისაგან დაჩაგრულსა: 
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
 გავიგონებ მის მაყრულსა. 
"დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, 
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას 
და ბულბულიც გამაგონებს 
მისებურად "ტია, ტიას!” 
******************** 










გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, 
რომ ამოვა ენძელა და ია,
 საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, 
ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს. 
ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, 
გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, 
ციხისძირთან შემეყრება გველი, 
ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს. 
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, 
მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, 
ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ,
 რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს. 

******************* 



Комментариев нет:

Отправить комментарий