ლუდა მასწავლებელმა სიურპრიზი გაუკეთა პატარების დედებს,მოიწვია ყველა ბავშვის მშობელი, რათა თავიანთ შვილებს მათთვის წაეკითხათ ლექსები და მიელოცათ დედის დღე.
პატარები ანთებული თვალებით უძღვნიდნენ თავიანთ დედებს ლამაზ ლექსებს თუ მონოლოგებს. დედები კი ცრემლმორეული თვალებით უცქერდნენ თავიანთ შვილებს.
ამ ქვეყნად არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი… ყველგან და ყოველთვის დედას ერთი მიზანი ამოძრავებს–„შვილების ბედნიერება!“ ამ ბედნიერებისათვის იღწვის საკუთარი ძალღონის დაუზოგავად… დედასა და შვილს შორის გაბმული რაღაც იდუმალი ძაფები, რომელთა წყალობითაც ბავშვის სულის ყველა რყევა დედის გულში ტკივილს იწვევს,მის ყოველწარმატებას კი საკუთარი სიცოცხლის სასიხარულო მოვლენად თვლის..
]

ზეიმზე პატარებს მოწვეული ჰყავდათ სტუმრები, ამავე სკოლის პედაგოგებიეთერ ნანობაშვილი, ციცო შპეტიშვილიო, ნუნუ ედიბერიძე, ეკა ცაგარელი, თეა კოკაია, სკოლის ყველაზე უხუცესი ქეთო ბაბო, რომელმაც ბავშვებთან ერთად პატარა სკეტჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ეს ციცო მასწავლებელია , ის გამალებული მოიჩქარის
პატარების ზეიმზე.

ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველი პირველი კლასის მოსწავლეებს და წლების შემდეგ არაერთხელ მოენატრებათ ერთმანეთი. ამ მონატრებას კი სამახსოვროდ გადაღებული ფოტოსურათებით გაიქარვებენ.

Комментариев нет:
Отправить комментарий